13:34 | 2020-06-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში კორონავირუსით 100-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით 100-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე მონაცემების დაასახელა, თუ რამდენი ბავშვია ქვეყანაში ინფიცირებული.

 

როგორც მან აღნიშნა, 723 გაანალიზებული შემთხვევიდან სულ 104 ბავშვია ინფიცირებული.

 

„დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 794 დადასტურებული შემთხვევა იმ 57 768 შესაძლოდან, რომელიც ექვემდებარებოდა გამოკვლევას. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს 78%, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე გლობალური, სიკვდილიანობა კი 1,5%-ია.

 

რადგან დღეს ბავშვთა დღეა, მოგიყვანთ ბავშვთა მონაცემებს. 723 შემთხვევიდან მაქვს გაანალიზებული და 0-დან 14 წლამდე 72 ბავშვია ინფიცირებული, 15-დან 19 წლამდე კი 32 ბავშვია ინფიცირებული.

 

პირველ შემთხვევაში ბავშვები ინფიცირებულების 10%-ს შეადგენს, მეორე ასაკი კი 4,4%-ს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს
2020-06-01ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გმაოჯანრმთელებულია 624.

 

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X