10:44 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი. გუშინ გვიან ღამით მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და სავარაუდოდ ეს პაციენტი დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს“, – განმარტა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 108 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X