15:23 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

„საქართველოში, კორონავირუსის რეკორდული შემთხვევა ინდოეთისაზე 3-ჯერ მეტია“ – ბენიძე

„საქართველოში, კორონავირუსის რეკორდული შემთხვევა ინდოეთისაზე 3-ჯერ მეტია“ – ბენიძე

იურისტი მიხეილ ბენიძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას მიმოიხილავს და რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც დღეს დაფიქსირდა (958), ერთ მილიონ მოსახლეზე აშშ-ს, ინდოეთსა და ბრაზილიის რეკორდულ მაჩვენებლებს ადარებს. ბენიძის თქმით, ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე აშშ-ს, ინდოეთის და ბრაზილიის.

 

„დღევანდელი მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელების ტოპ სამ ქვეყანას რომ შევადაროთ – მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით ეს იგივეა, რომ:

 

  1.  აშშ-ში ერთ დღეში იყოს 79,500-ზე მეტი შემთხვევა.
  2. ინდოეთში დღეში იყოს 332,500-ზე მეტი შემთხვევა.
  3. ბრაზილიაში დღეში იყოს 51,000-ზე მეტი შემთხვევა.

 

თუ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ:

 

  1. აშშ-ში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 24 ივლისს – 78,941
  2. ინდოეთში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 16 სექტემბერს – 97,859
  3. ბრაზილიაში ყველაზე მეტი შემთხვევა იყო 29 ივლისს – 70,689.

 

ანუ დღეს საქართველოში დაფიქსირებული მონაცემი აშშ-ს პიკის მონაცემს აჭარბებს, ინდოეთის პიკის მონაცემზე 3.3-ჯერ მეტია და ბრაზილიის პიკის მონაცემს დაახლოებით 1.3-ჯერ ჩამორჩება. ეს იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში ტესტების რაოდენობამ იკლო, ხოლო გატესტილთა შორის კოვიდ-დადებითების პროცენტმა იმატა.

 

მგონი, ვირუსის გავრცელების ძალიან ცუდ ფაზაში ვართ და ამ საგანგაშო სტატისტიკას მოახლოებული არჩევნების ფონზე იგნორირებას ვუკეთებთ.

 

რეალურად, არჩევნების დღეს ამომრჩეველს ძალიან ცუდი დილემის წინაშე ვაყენებთ – დემოკრატია თუ ჯანმრთელობა – მივიდეს არჩევნებზე და გამოიყენოს ქვეყნის მართვაში მონაწილოების საკუთარი დემოკრატიული უფლება, თუ გაუფრთხილდეს საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მგონი, მოსახლეობის ამ არჩევანის წინაშე დაყენება არაგონივრულია.“, – წერს მიხეილ ბენიძე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული 958 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რა წერია, SMS შეტყობინებაში, რომელსაც საპატრიარქო მღვდელმსახურებს უგზავნის 
2020-10-17რა წერია, SMS შეტყობინებაში, რომელსაც საპატრიარქო მღვდელმსახურებს უგზავნის 
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები