fbpx
10:03 | 2020-09-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამჟამად 1243-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X