fbpx
10:58 | 2021-01-12 ავტორი: ზურა დვალაშვილი

საქართველოში კორონავირუსის 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვრის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1857  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857  ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო 24 გარდაიცვალა.

 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 795    კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  241 637-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  227 208-მდე.

 

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X