fbpx
11:15 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ-სასტუმროში – 1420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X