13:16 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა – 2 წლის

საქართველოში ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა – 2 წლის

ყველაზე ხანდაზმული ინფიცირებული 82 წლის, ხოლო ყველაზე პატარა 2 წლისაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.

 

მისი განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა.

 

„საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი“, – ამბობს იმნაძე.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X