16:16 | 2021-07-16 ავტორი: Prime Time

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული 12 ადამიანი გარდაიცვალა – ამირან გამყრელიძე

საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული 12 ადამიანი გარდაიცვალა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time


X