11:23 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

საქართველოში ძაღლებმა ცოლ-ქმარი გაგუდვისგან გადაარჩინეს – გულისამაჩუყებელი ისტორია ოთხფეხა მეგობრებზე

საქართველოში ძაღლებმა ცოლ-ქმარი გაგუდვისგან გადაარჩინეს – გულისამაჩუყებელი ისტორია ოთხფეხა მეგობრებზე

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ერთგული მეგობრების, ძაღლების შესახებ ისტორიას იხსენებს. მომხმარებელი იხსენებს როგორ გადაარჩინეს ძაღლებმა ცოლ-ქმარი გაზით გაგუდვისგან.

 

მომხმარებელი პოსტს ერთ-ერთ „ძაღლების კლუბში“ აქვეყნებს. 

 

„ორი დღის წინ დილის 7 საათი იყო დაწყებული, ამოვარდნენ ოთახში, „ააგდეს“ ჩემი მეუღლე საწოლიდან და გარეთ „გაათრიეს“. მართლა ასე მოიქცნენ, აყალმაყალით და ხმაურით შემოვარდნენ, ააგდეს და გარეთ გაათრიეს.

 

„წელი შესრულდა, რაც დაძინების აღარ მეშინია, ერთი ღამეც არ ყოფილა უსიზმროდ და რატის გარეშე“ - რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
2021-04-06„წელი შესრულდა, რაც დაძინების აღარ მეშინია, ერთი ღამეც არ ყოფილა უსიზმროდ და რატის გარეშე“ - რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

 

ოდნავ შევფხიზლდი და სანამ ოთახში ამობრუნდებოდა კი მიმეძინა ისევ. ამოდის ჩემი მეუღლე და ესეც აყალმაყალით ხატია ხატია გაიღვიძე. ხომ ხარ ცოცხალი?! მეთქი რა ჯანდაბა ხდება რატომ არის ყველაფერი ღია.

 

„ადექი გამოფხიზლდი ცოტა და მერე ისევ დაიძინე თუ კარგად ხარ“ თურმე…

 

გაზის მილიდან საშინლად ჟონავდა გაზი. ამოვარდნენ ოთახში და პატრონები გადაარჩინეს სრულიად გამიზნულად და გააზრებულად. მითხარით ახლა, ამათზე კარგები რომელი არსებები არიან დედამიწაზე?“,- წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time


X