08:24 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

 

  • იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება

 

  • დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა

(ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი, ორი ადამიანი აუცილებლად უკანა სავარძელზე)

 

  • იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში

 

  • იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა

(დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა)

 

  • საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი.

 

  • მოეწყობა საკონტროლო პუნქტები: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში და გორში

 

  • ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონის პირადობის დამადატურებელი საბუთი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი.

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები