17:32 | 2020-03-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველოში COVID19-ით 7 არასრულსწოვანია ინფიცირებული

საქართველოში COVID19-ით 7 არასრულსწოვანია ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 7 არასრულწლოვანია. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენთან 73 ავადმყოფიდან 7 არასრულწლოვანია. ეს დაახლოებით 10 პროცენტია, ოდნავ ნაკლები. ეს არ არის ცოტა, თუმცა საინტერესო მომენტია – აღმოჩნდა, რომ ისე არ ყოფილა, თითქოს ბავშვები არ ინფიცირდებიან“, – ამბობს ცერცვაძე.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ბავშვების დაინფიცირება არ გულისხმობს იმას, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა.

 

„ჯერ მეცნიერებებს მსგავსი რამ არაფერი არ უთქვამთ. უბრალოდ ბავშვები ინფიცირდებოდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა იშვიათად. ახლაც არ არის ხშირი, მხოლოდ 10 პროცენტია. ყველა მათგანში მიდის მსუბუქად, ბავშვებში სიკვდილიანობა საერთოდ არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები