fbpx
19:33 | 2021-01-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი არის ჩინური.

 

„ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან – AstraZeneca-სა და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალი.

 

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი იაპონიაში აღმოაჩინეს
2021-01-10კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი იაპონიაში აღმოაჩინეს

 

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”,- ამბობს ცერცვაძე „ფორმულას“ ეთერში.

 

რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.

 

 

Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის - თენგიზ ცერცვაძე
2021-01-10Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის - თენგიზ ცერცვაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X