21:42 | 2020-03-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ

საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე [email protected] , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X