11:51 | 2020-08-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში 2 ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა

საქართველოში 2 ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა

მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში საქართველოში ორი ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა.

 

როგორც სამშობიაროს გინეკოლოგი განმარტავს ჩვილების რეპროდუქციული ორგანო ორივე – მდედრობითი და მამრობითი – სქესით  ხასიათდება.

 

გინეკოლოგი გოგიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მის პრაქტიკაში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

 

„9 წლის განმავლობაში, ჩემს კლინიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია, ძალიან იშვიათია, ასეთ ახალშობილებს თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ვაგზავნიდით ხოლმე“, – განმარტავს გინეკოლოგი „რადიო მოზაიკასთან“ საუბრისას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები