fbpx
13:14 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

საქართველოში 10 257 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს

საქართველოში 10 257 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს

საქართველოში 10 257 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„3571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686.

 

მძიმე პაციენტი არის  427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77.

 

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20. 2 293 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო 728 – თბილისში.

 

10 257 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183.

 

სულ  6-23  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 916 პირი.

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში – 3 758 პირი, აჭარაში – 11 764, იმერეთში – 3 741.

 

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას,“-განაცხადა სიჭინავამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X