fbpx
01:08 | 2020-06-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოს სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება – სევდია უგრეხელიძე

საქართველოს სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება – სევდია უგრეხელიძე

„პიროვნების დონეზე ნუ დავიყვანთ ამ საკითხს, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, მეტიც ის არის „გავრილოვის ღამის“ პატიმარი“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა.

 

„მხედრიონელი იყო თუ არა გიორგი რურუა არ ვიცი, მისი ბიოგრაფია არ შემისწავლია, მაგრამ მე ვიცი, რომ პარლამენტში სხედან მხედრიონელები, ნუკრი ქანთარია და გია ჟორჟოლიანი. ნებისმიერ დამნაშავეს აქვს უფლება მისი უფლებები იყოს დაცული.

 

როდესაც ეს მკვლელობა გამჟღავნდება, ბევრს შერცხვება - რას წერს დავით თევზაძე გიორგი რურუაზე
2020-06-24როდესაც ეს მკვლელობა გამჟღავნდება, ბევრს შერცხვება - რას წერს დავით თევზაძე გიორგი რურუაზე

 

ყველამ იცის, რომ რურუას სახლში აქვს იარაღების კოლექცია, უძვირფასეს ნივთებს ფლობს და ჟანგიანი იარაღი ჩაუდეს. ეს არის თვალხილული და სწორედ ეს დაინახეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა. იმიტომ, რომ აფინანსებს ტელეკომპანია „მთავარს“, იმიტომ რომ აფინანსებდა მოძრაობა „სირცხვილიას“, ამ მიზეზით არ უნდა იჯდეს ციხეში.

 

მე მიმაჩნია და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმას მიუთითებენ, რომ საჭიროა გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რადგან იგივე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს აღიარებული აქვთ, რომ რურუა დაკავებულია ყალბი ბრალდებით, პოლიტიკური მიზეზით. საქართველოს სჭირდება რურუას გათავისუფლება.“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X