fbpx
15:26 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურა მზად არის სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნოს.

 

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ  და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X