12:34 | 2021-07-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამი შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!