fbpx
17:18 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი ჩაიკეტა – გიორგი გახარია

საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი ჩაიკეტა – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება.

 

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X