fbpx
11:24 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

„წაგება მძიმე მისაღები იყო…“ – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა

„წაგება მძიმე მისაღები იყო…“ – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა

საქართველო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ, საკუთარ Instagram გვერდზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა განცხადებას ავრცელებს.

თორნიკე ოქრიაშვილი მისი სახელით გავრცელებულ ფეიკ ინფორმაციას ეხმაურება
2020-11-13თორნიკე ოქრიაშვილი მისი სახელით გავრცელებულ ფეიკ ინფორმაციას ეხმაურება

 

 

„ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის, ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება.

 

წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

 

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება, და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი რო ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის“,- წერს კაპიტანი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X