fbpx
23:49 | 2020-10-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოს მთავრობა მორიგ გამაფრთხილებელ SMS შეტყობინებას აგზავნის

საქართველოს მთავრობა მორიგ გამაფრთხილებელ SMS შეტყობინებას აგზავნის

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

 

„ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ყოველდღიურად იმატებს Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე არ არსებობს Covid-19-სგან თავის დაცვის უკეთესი საშუალება ვიდრე არის პირბადე.

 

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად გეკეთოთ ის (უნდა ფარავდეს ცხვირსაც!), მათ შორის ღია სივრცეშიც; დაიცავით დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელები (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში).

 

მაქსიმალურად აარიდეთ თავი შეკრებებს, უმჯობესია, აუცილებლობის გარეშე ხანდაზმულები არ გახვიდეთ სახლიდან“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X