20:35 | 2020-03-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოს მოსახლეობამ მთავრობისგან შეტყობინებები მიიღო

საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებებს უგზავნის.

 

„დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას“ – წერია SMS-ში.

 

 

პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება სახელმწიფო საზღვარი. ბოლო მონაცემებით საქართველოში ბოლო მონაცემებით 33 ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 54 პაციენტს აკვირდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

დატოვე კომენტარი