13:04 | 2021-06-14 ავტორი: Prime Time

საქართველოს მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება – დავით ზალკალიანი ნატოს სამიტს ეხმაურება

საქართველოს მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება – დავით ზალკალიანი ნატოს სამიტს ეხმაურება

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში ნატოს სამიტის მიმდინარეობას ეხმაურება.

 

როგორც ზალკალიანი ამბობს, საქართველოს ყველა ვალდებულება აქვს შესრულებული.

 

„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართაველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო წევრობისთვის. ჩვენ ვართ პირნათელი პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან. დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება პირველ რიგში ნატოს წევრების მხრიდან“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება . სამიტზე საქართველოს საკითხიც იქნება განხილული.

 

ასევე ნახეთ: არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობამ ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!