22:52 | 2020-03-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება – მიხეილ სააკაშვილი

„საქართვლოს ახლა ემუქრება ლარის ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

როგორც სააკაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა ის ფული უნდა დააბრუნოს, რაც ქართველ ხალხს წაართვა.

 

ივანიშვილის მთელი ფული ბოლო წლებში მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით. ახლა გეუბნებათ, ორ ან სამ პროცენტს მოგიგდებთ, იმისთვის რომ არ მომივარდეთ შუშის სასახლეშიო.

 

დღეს, რომ საქართველო დაუცველია, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც ორი საავადმყოფო ავაშენეო. ჩემ დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის დამიმადლებია.

 

ეს ფული უნდა დაბრუნდეს და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას. უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და საქართვლოს ახლა ემუქრება ლარის ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ფონდი „ქართუ“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2020-03-13ფონდი „ქართუ“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ცნობისთვის, დღეს „ბანკი ქართუმ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფონდი მზად არის ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს ფინანსური რესურსი და ამით შეავსოს დანაკლისი.

 

კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სექტორს შეღავათები დაუწესა. შეღავათები ეხება როგორც საბანკო, ისე ტურიზმის სფეროს.

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

ტურისტულ ბიზნესს ოთხთვიანი შეღავათები დაუწესდა
2020-03-13ტურისტულ ბიზნესს ოთხთვიანი შეღავათები დაუწესდა
 
საქართველოს ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
2020-03-13საქართველოს ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა
2020-03-13სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X