17:15 | 2021-07-10 ავტორი: Prime Time

საქართველოს კოვიდსტატისტიკას და ადამიანების ყოველდღიურობას რომ ვუყურებ, მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს – ნანა გეგეჭკორი 

საქართველოს კოვიდსტატისტიკას და ადამიანების ყოველდღიურობას რომ ვუყურებ, მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს – ნანა გეგეჭკორი 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრობს.

 


ექიმი ამბობს, რომ ის სიტუაცია, რაც ამ დროისთვის ქვეყანაში არის შექმნილი, მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს. მისთვის გაუგებარია, რისი იმედი აქვს ხალხს, როცა საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2% არის აცრილი.

 

„საქართველოს კოვიდ-19-ის სტატისტიკას, საზოგადოების ამ თემასთან დამოკიდებულებას და ადამიანების ყიველდღიურობას რომ ვუყურებ მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს…

 

მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს - სოფელი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)
2021-07-10მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს - სოფელი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)

 

მარტივი ლოგიკა – პირველი და მეორე ტალღიდან ქვეყნის შესაძლებლობებში არაფერი შეცვლილა, ჯანდაცვა უკეთესი არ გამხდარა, კოვიდის პრევენციის ან მკურნალობის ახალი სააშუალება არ აღმოუჩენიათ, რაც აღმოჩენილია საქართველოს ის საშუალებებიც არ გააჩნია, რაც გააჩნია ისიც მწირად და ხშირ შემთხვევაში სახლიდან ნივთების გაყიდვის ფასად უწევთ პაციენტებს საჭირო მედიკამენტების შეძენა, აცრილი მხოლოდ 2%-ია, იმ პირობებში როცა პრევენციას მინიმუმ მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია სჭირდება, რის იმედად იქცევიან ადამიანები ასე დაუცველად?

 

საოცრებები მედიცინაში არ ხდება. არც ვირუსებს აქვთ ჩვევა უცებ გადაწყვიტონ აღარ გავრცელდნენ, ან არ დააავადონ, ან ყველა დაავადებული მაგიურად, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მეტიც, კორონავირუსის დღეს არსებული ვარიანტები უფრო საშიშია ვიდრე მისი პირველი ვერსია.

 

ყველა ვინც სრულად უგულვებელყოფს პრევენციის წესებს, იმ პირობებში რაც დღეს საქართველოშია, პოტენციური მკვლელია. უპასუხისმგებლობის გამო გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეწირებიან ადამიანები, ვისაც კიდევ მრავალი წელი შეეძლოთ ეცოცხლა რომ არა კოვიდი, მათ შორის ბავშვებიც“,- ამბობს ნანა გეგეჭკორი.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!