14:30 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

საქართველოს გენერალურმა საკონსულოებმა ოდესაში და დონეცკში მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს გენერალურმა საკონსულოებმა ოდესაში და დონეცკში მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე.

 

კიევში საქართველოს საელჩოსა და ქ. ოდესაში და ქ. დონეცკში გენერალური საკონსულოების ხელშეწყობით, ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესა), ბათუმის მიმართულებით გამოვიდა ბორანი, რომელზეც იმყოფება საქართველოს 44 მოქალაქე.

 

ბოლო 10 დღის განმავლობაში აღნიშნული ბორნით იმგზავრა და სამშობლოში დაბრუნდა 200-მდე მოქალაქე.

 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელ ხაზს.

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა უზრუნველყვეს სამშობლოში გამოსამგზავრებელი ლოჯისტიკური დახმარებით, დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით.

 

საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა ათობით მოქალაქეს გაუწიეს დახმარება ოდესამდე ტრანსპორტირებაში და ოდესის პორტიდან ბორნით გასამგზავრებელი ბილეთის დაჯავშნასა და შეძენაში.

 

საელჩო და საკონსულოები აქტიურ კავშირზე არიან კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ბორნით ოპერირებს.

 

საელჩო და საკონსულოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე.

 

მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X