fbpx
18:58 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

 

შეხვედრის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დამცველების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.

 

როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, უფლებადამცველების როლი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები, რადგან მათი საქმიანობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლისკენ მიმართულ მუშაობას გულისხმობს.

 

2020 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის, უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება დაიწყო, რომლის პროცესში უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები იქნა გაზიარებული.

 

რეკომენდაცია ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, უფლებადამცველის დეფინიცია და სპეციალური ტერმინოლოგია, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და მტკიცებულებათა შეგროვება.

 

აღნიშნული რეკომენდაცია პროკურატურის სისტემაში  ოქტომბერში გავრცელდა და მასში ყურადღება ეთმობა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს, პრიორიტეტულად და პროაქტიულად მათ ჩართულობას და ზოგადად, უფლებადამცველი დაზარალებულების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებას, მათთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2018 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეებში გაიზრდება უფლებადამცველთა იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი, ეფექტიანობა, აღნიშნული კატეგორიის საქმეების აღრიცხვა და მონიტორინგი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X