fbpx
09:04 | 2020-04-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც  Facebook-ზე წერს​, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ქვეყნის 31 ქალაქში ეკრძალებათ.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 00:00 საათიდან 26 აპრილის 00:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინიბალიქესირი, ბურსა, დენიზლიდიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაშიკაისერიქოჯაელიკონიამალათიამანისამარდინიმერსინიმუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფათექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

 

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

 

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- წერს გიორგი ჯანჯღავა.

 

 

📣📣თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 🇹🇷🛑კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,…

Gepostet von Giorgi Janjgava am Montag, 20. April 2020

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X