fbpx
15:20 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

 

გადაწყვეტილება ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ზუგდიდს, თელავს, ზესტაფონს, გორს, გარდაბანს, ფოთსა და მარნეულს. ამ ქალაქებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე, საჯარო და კერძო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეთათვის სწავლა „ონლაინ“ გაგრძელდება.

 

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც დისტანციურ რეჟიმში კვლავ აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X