15:47 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

„საქართველოს ჩემნაირი ხალხი უნდა დაუდგეს გვერდით“ – კვაშალი პოლიტიკის სცენაზე ინაცლებს

„საქართველოს ჩემნაირი ხალხი უნდა დაუდგეს გვერდით“ – კვაშალი პოლიტიკის სცენაზე ინაცლებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული იმ მხრივაც არის, რომ პოლიტიკურ მარათონში საზოგადოების ცნობილი სახეები ერთვებიან, მათ შორის, წელს პოლიტიკური ავანსცენა მომღერალ ნუგზარ კვაშალისთვის, მსახიობ ზურაბ ცინცქილაძესთვის, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძესთვის იღება.

 

ნუგზარ კვაშალი “პრაიმტაიმთან” პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივად ამერიკაში მყოფი ემიგრანტის, თენგიზ ოქროპილაშვილის ფაქტორს ასახელებს.

 

მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად
2020-07-16მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად

„ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. ამერიკაში ვიყავით ჩასული, რადგან ქართველებისთვის უნდა ჩავგვეტარებინა საღამოები. იქ ჩვენი მასპინძელი იყო ბატონი თენგიზ ოქროპილაშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი უნიკალური პიროვნება. ემიგრაციაში სხვათაშორის, პატრიოტიზმი ათასჯერ მეტია, ვიდრე აქ.

 

ამ კაცმა საკუთარი თავი შეგვაყვარა და ყველაფერი გააკეთა, რომ დაეფუძნებინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰქვია „ქართული ფესვები“.

 

დღეს საქართველოს ჩემნაირი ხალხი უნდა დაუდგეს გვერდით, ასეთი არის ბესო ჩუბინიძე, ზურა ცინცქილაძე, ნოდარ ლიპარტელიანი და მისთვის ყველაფერი გააკეთოს“,- განაცხადა კვაშალმა.

 

კვაშალის საზოგადოებას მოუწოდებს, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, „ქართულ ფესვებში“ გაერთიანდნენ.  

 

“მე, როგორც გურული, დავთანხმდი იმაზე, რომ გურიაში ვიყარო კენჭი, როგორც „ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა. გურულ ხალხს სხვანაირი გვერდში დგომა და მოფერება უნდა. პირველი სექტემბრიდან გურიაში ჩავდივარ და გურულებთან ვიწყებ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს. 50 წელი ვემსახურე ჩემს სამშობლოს და კიდევ რამდენიმე წელს ვემსახურები, თუმცა უკვე სხვა განხრით.

 

რუსთავში ჩვენი მაჟორიტარი იქნება ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ბატონი ბესო ჩუბინიძე. ზემო აჭარაში ჩვენი დიდი და ლამაზი ადამიანი ბატონი ზურაბ ცინცქილაძე.

 

ყველას მოვუწოდებ, რომ საქართველო ვისაც უყვარს და ვისაც უნდა კარგი, ყველა ჩვენს გვერდით იყოს“,- განაცხადა კვაშალმა.

 

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დაარსეს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +