fbpx
16:59 | 2020-10-23 ავტორი: Prime Time

ბოლო სამი დღის ქრონიკა – კრიმინალური ფაქტები, რომლებიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ბოლო სამი დღის ქრონიკა – კრიმინალური ფაქტები, რომლებიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ინფორმაციას ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შესახებ:

 

21 ოქტომბერი 

 

1. ყაჩაღური თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე.

 

2. დმანისში „ქართული ოცნების” ოფისთან სროლის შედეგად 4 ადამიანი დაჭრეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.

 

22 ოქტომბერი

 

1. ხეთაში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასტიკად მისივე ნათესავი გაუსწორდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

 

2. ქობულეთში, საინკასაციო სამსახურის თანამშრომელი გაძარცვეს.

 

პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, მძარცველმა 50 ათასამდე ლარის წაღება მოახერხა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

23 ოქტომბერი

 

1.ზუგდიდში მანქანა გაიტაცეს და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დააყაჩაღეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებული მანქანა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელშია ნაპოვნი. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პოლიცია ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ატარებს.

 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

2.ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს, წაღებულია ფული

 

ბათუმში საკონდიტრო საცხობი „საამო“ გაქურდეს. როგორც მაღაზიის მესაკუთრე ამბობს, წაღებულია თანხა.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

3.თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს

 

თბილისში ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ციკოლია ავრცელებს. ის ქურდობის ამსახველ ვიდოკადრებსაც აქვეყნებს.

 

4.თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

 

ავჭალაში მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიღებული. „პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, ვინაიდან გარდაცვლილს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა.

 

5.თბილისში, სარდაფში შეჭრილი მძარცველები მეპატრონემ გარედან ჩაკეტა

 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გასაქურდად ორი პირი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარდაფში გასაქურდად ჩასული ორი მძარცველი მეპატრონემ გარედან ჩაკეტა.

მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა და ჩაკეტილი მძარცველები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სარდაფში საკვებ პროდუქტებსა და ღვინოს ინახავდნენ. მძარცველებს სავარაუდოდ ღვინის მოპარვა სურდათ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X