17:45 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე მომხმარებელს 24/7 რეჟიმში შეუძლია მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით.

 

თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დაჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია ჩატით  მარტივად ისარგებლოს.

საქართველოს ბანკმა ციფრული ბარათი შექმნა
2020-05-15საქართველოს ბანკმა ციფრული ბარათი შექმნა

 

 

ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ  სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ.

 

საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა
2020-05-12საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა

 

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ვებგვერდს: www.bog.ge

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X