17:36 | 2020-07-02 ავტორი: Prime Time

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან საოპერაციო ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან  საოპერაციო ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

 

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ კიდევ ერთხელ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება
2020-07-01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად,’’ – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკმა  გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X