23:11 | 2020-09-03 ავტორი: Prime Time

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა​

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა​

„საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ „საქართველოს ბანკშიც“ დაუდასტურეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან. ორი ინფიცირებულიდან ერთი ფეხმძიმე ქალია.

 

ორივე ინფიცირებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდი 19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება.“ – აცხადებენ „საქართველოს ბანკში.“

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები