12:11 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. მათ შორის ისეთი ჯიშები როგორიცაა:  ქისი, კახური მწვანე, საფერავი. კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე ელოდება 5-8 ტონამდე მოსავალს.

 

პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს.  კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს. აღსანიშნავია, რომ შპს ვივი მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა
2020-07-06საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

„მოხარული ვართ რომ შპს ვივისთან თანამშრომლობით მათ ვენახებს დამატებით 85 ჰექტარი  შეემატა. ეს მათ მისცემს წარმოების გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ღვინის სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“,-  განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველო

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X