16:51 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

საქართველოს ბანკი 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადეს და 60 000 ხელთათმანს შეიძენს

საქართველოს ბანკი 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადეს და 60 000 ხელთათმანს შეიძენს

საქართველოს ბანკი 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადეს და 60 000 ხელთათმანს შეიძენს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

შეძენილი ნივთები მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

 

„ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასთან, COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობა, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოსთვის შეიძენს:

20 000 ლაბორატორიულ ტესტს

10 სასუნთქ აპარატს

50 000 პირბადეს

60 000 ხელთათმანს

 

აღჭურვილობა მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად“ – წერია ბანკის განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X