17:14 | 2020-02-26 ავტორი: Prime Time

საქართველოს 4 მოქალაქე თურქეთში ღორის ხორცის გაყიდვის გამო დააკვეს

საქართველოს 4 მოქალაქე თურქეთში ღორის ხორცის გაყიდვის გამო დააკვეს

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ​გირესუნის პოლიციამ ეჭვის საფუძველზე, საცხოვრებელ სახლში საოპერაციო სამუშაოები ჩაატარა, საიდანაც დაჭრილი, 700 კილოგრამი ღორის ხორცი ამოიღო.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ღორის ხორცს სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

 

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ღორის ხორცი დააწვევინეს, შემდეგ კი დაამარხინეს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები