23:15 | 2020-03-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა – შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი

საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა – შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ყვება და ამბობს, რომ კორონავირუსზე ტესტს არავინ აკეთებს, თუ 60 წელს გადაცილებული არ ხარ. მისივე თქმით, საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა. ამის შესახებ საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

საქართველომ რაც გააკეთა კორონავირუსთან მიმართებაში, ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა

 

„ერთი კვირაა, რაც ცუდად ვარ და გაციებული ვარ. დღეს მოვედი, რომ კორონავირუსზე ტესტი ამეღო. შვეიცარიაში ტესტს 60 წლის ზევით უკვეთებენ. ნუ გაირჯებით ვინც 60 წლს ქვევით ხართ. ასე ამბობენ არ გვაქვსო. გამომიწერეს წამლები და მიბრძანეს სახლში იყავიო. სხვა არაფერს აკეთებენ.

 

რაც შეეხება სპირტს, არ აქვთ, არც მასკები აქვთ გასაყიდი. ჩვენც გვიჭირსო, ექიმმა გვითხრა. ეს არის შვეიცარიის მედიცინა და ამათი შემოწმება.“,- ამბობს საქართველოს მოქალაქე.

 

ცნობისთვის, ამ დროსითვის შვეიცარიასი კორონავირუსის 2 ათასამდე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 73.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები