11:38 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველომ, უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს

საქართველომ, უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს

აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და საქართველომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა, ეს სანქციები კი რუსეთს პანდემიასთან ბრძოლაში ხელს უშლის.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

რეზოლუციის ჩაგდებას რუსეთმა პოლიტიზირებული გადაწყვეტილება უწოდა. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, მოვისმინოთ და წერილობითი ფორმით გავეცნოთ ჩვენი დეკლარაციის პროექტის ბლოკირების არგუმენტები და ლოგიკა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამასთან, ჩვენი სურვილია და ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ უკრაინა და საქართველოს ამ ძალისხმევისგან გათავისუფლდება, რადგან მათი არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ამპარტავნული და პოლიტიზებულია“, – ნათქვამია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ითვალისწინებდა სავაჭრო ომებსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივი სანქციების დაწესებაზე უარის თქმას.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები