01:17 | 2020-05-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოდან პაციენტებს COVID 19-ზე საერთაშორისო კვლევისთვის შეარჩევენ – ნახეთ როგორ მოხდება ეს

საქართველოდან პაციენტებს COVID 19-ზე საერთაშორისო კვლევისთვის შეარჩევენ – ნახეთ როგორ მოხდება ეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთვება.

 

მან ასევე პაციენტების შერჩევის პრინციპზეც ისაუბრა, რითაც საერთაშორისო კვლევებისთვის შეარჩევენ.

 

„პაციენტების შევარჩევთ სპეციალური პროტოკოლის მიხედვით. აღნიშნულ კვლევაში ჩაერთვებიან როგორც მძიმე, ისევე საშუალო სიმძიმის პაციენტები.

 

არჩევანი იქნება ნებაყოფლობითი. კვლევებში ის პაციენტები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცერცვაძის თქმით, თითოეული პრეპარატზე მიღწეულ შედეგებს ერთმანეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეადარებს. კვლევები 1-2 კვირაში დაიწყება.

 

„დარჩენილია ფორმალური პროცედურები, ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატია. ქვეყნის მთავარმა ეთიკურმა კომისიამ დასკვნა უკვე გასცა სამინისტროში, მაგრამ ძალიან სკურპულოზურად ტარდება ეს კვლევა და მოითხოვეს არა მარტო ქვეყნის, არამედ თითოეული მონაწილე კლინიკის ეთიკური კომისიის დასკვნა, რაც ახლა კეთდება.

 

კიდევ რამდენიმე თანმხლები სავალდებულო დოკუმენტის შევსებაა აუცილებელი. სავარაუდოდ 1-2 კვირაში ეს კვლევა დაიწყება. რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს შეზღუდული არ არის“. – აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები