20:33 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა – ლევან დავითაშვილი

საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა – ლევან დავითაშვილი

საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრთან საცალო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანაში საიმედო ვითარებაა.

 

„ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არსებობს სრულიად საიმედო სიტუაცია. საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა. პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამავე თემაზე: მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების მარაგი საკმარისია, ყოველდღიურად ახლდება – ნათია თურნავა

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X