fbpx
13:50 | 2020-01-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში შევიდა

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში შევიდა

ამერიკულმა საიტმა Top Tens–მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც ვიზიტორებს უნდა შეერჩიათ 10 „საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია“. ამომრჩეველთა შეფასებით, რეიტინგში მესამე ადგილი მიენიჭა საქართველოს, საბერძნეთისა და ეგვიპტის შემდეგ.

 

შემდეგი პოზიციები უძველესი ცივილიზაციების რეიტინგში უჭირავს რომს, ჩინეთს, ინდოეთს, სპარსეთს, აცტეკთა და სპარტანულ იმპერიებს. ბოლო ადგილებზე იყვნენ კელტები, ინგლისი და ეთიოპია.

 

რეიტინგი გაკეთებულია უძველესი ცივილიზაციებისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო ვებგვერდის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაწერონ თავიანთი აზრი კონკრეტული ქვეყნის შესახებ კომენტარის სახით, ასევე ახსნან, თუ რატომ მიეკუთვნება ქვეყანა ძველ ცივილიზაციას.

 

საქართველოს შესახებ სამასზე მეტი კომენტარია. მომხმარებლები აღფრთოვანებული არიან ქვეყნის მდიდარი არომატებითა და კეთილგანწყობით, ქართული მრავალხმიანობითა და ცეკვით. ქვეყანას უწოდებენ ვაზის სამშობლოს და იხსენებენ ოქროს საწმისისა და პრომეთეს ცნობილ ლეგენდებს.

 

ისიც აღნიშნეს, რომ ქართული ენა შედის მსოფლიოში 10 უძველესი ენების ჩამონათვალში, რომელზეც ხალხი ჯერ კიდევ საუბრობს.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის რეიტინგში დავით აღმაშენებლი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულში პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა ალექსანდრე მაკედონელს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე
X