11:28 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს – იმნაძე პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს.

 

„კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში  პრაქტიკულად ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X