fbpx
13:06 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

საქართველო მართლა მარიამის წილხვედრი ქვეყანა ყოფილა, ამაში დავრწმუნდი – ინფექციონისტი

საქართველო მართლა მარიამის წილხვედრი ქვეყანა ყოფილა, ამაში დავრწმუნდი – ინფექციონისტი

ინფექციონისტთა ნაწილი საქართველოში კორონავირუსის მასიურ გავრცელების ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად მოსახლეობის ნაწილში იმუნიტეტის არსებობას ასახელებს.

დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით - კორონავირუსი დამარცხებულია - ლევან გოფოძე
2020-06-16დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით - კორონავირუსი დამარცხებულია - ლევან გოფოძე

 

როგორც „პრაიმტაიმთანინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ხმალაძემ განაცხდა, ექიმები საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა შიდა წრეებში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ქართველებს კორონავირუსის წინააღმდეგ, იმუნიტეტი აქვთ.

 

„საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა ექიმების შიდა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს.

 

რას უკავშირდება ეს, არ იციან, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ თავის დროზე აკადეესისა, ტეტანუსის და სხვა აცრები კარგად გვიტარდებოდა.

 

ძირითადად, ეს აცრები ბავშვებში ტარდებოდა და შესაძლოა, იმუნიტეტი ხალხს გენეტიკურად გადაეცა. ფაქტია, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გარკვეული იმუნიტეტის ფენა არსებობს.

 

ღმერთის წყალობით, საქართველო მართლა მარიამის წილხვედრი ქვეყანა ყოფილა, მე ამაში დავრწმუნდი. ფაქტია, ამ ეტაპზე საქართველო გადაურჩა იმ საშინელებას, რაც შესაძლოა, სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარიყო“,- განაცხადა ხმალაძემ.

 

ინფექციონისტის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულამდე არ შეიქმნება. ხმალაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინის შექმნის პერიოდი ერთ წელს არ გადააჭარბებს.

 

„იმისათვის, რომ შეიქმნას ვაქცინა და მისი გამოყენება მასიურად იქნას აპრობირებული, საჭიროა, დაახლოებით, 8-12 თვე, ანუ ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს. წესით, მომავალ გაზაფხულზე ვაქცინა მზად უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ხმალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ჯამში 914 გახდა. გამოჯანმრთელებულია 771 ადამიანი.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X