fbpx
12:35 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

საქართველო კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას დაიწყებს – რას გულისხმობს ეს მიდგომა

საქართველო კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას დაიწყებს – რას გულისხმობს ეს მიდგომა

საქართველო კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას დაიწყებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ განაცხადა.

 

მან დაასახელა კორეის მაგალითი – ქვეყანა, რომელმაც სწორედ აგრესიული ტესტირებით მოახდინა ინფიცირებულთა სწრაფი იდენტიფიცირება.

 

„ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან, ისე ჩინეთში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ცნობილი ხდება, რომ საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები, რათა დამატებითად მივიღოთ სწრაფი ტესტები.

 

ტიკარაძის თქმით, აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა კლასტერის მოცვას და ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლების მასიური ტესტირება დაიწყება მაშინ, როდესაც ინფექციის წყაროს დადგენა შეუძლებელი იქნება.

 

მისივე თქმით, პაციენტები, რომლებსაც ექნებათ ვირუსის მსუბუქი ფორმები, სახლში მიიღებენ ექიმის მომსახურეობას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X