22:59 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველო ჯანმოს​ თხოვნით მიმართავს, 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის უფლება მისცეს

საქართველო ჯანმოს​ თხოვნით მიმართავს, 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის უფლება მისცეს

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა. მსგავსი ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში 8 თვეა არ დაფიქსირებულა, დაავადების დღიური მაჩვენებელი 9%-ს მიუახლოვდა.

 


კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც – მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში COVID-19-მა 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საავადმყოფოები და კოვიდსასტუმროები კი გადავსებულია ინფიცირებულ მოქალაქეებით, საქართველოს მაშტაბით არსებული საწოლფონდიდან სულ დარჩენილია 892 ადგილი.

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ საქართველო მსოფლიო ჯანდაცვას თხოვნით მიმართავს – მისცეს უფლება 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის.

 

საკოორდინაციო საბჭო არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას – ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს და საზოგადოებას და ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატივად მასიურ ვაქცინაციას სთავაზობს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!