fbpx
13:34 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

საქართველო ევროკავშირში: „ქართული ოცნება“ თარიღს ასახელებს – როდის გააკეთებს ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს

საქართველო ევროკავშირში: „ქართული ოცნება“ თარიღს ასახელებს – როდის გააკეთებს ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.

 

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გეგმებში, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა.

 

„ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ ხედვითა და გეგმით, 2024 წელს გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარია საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს“. ამასთან მან  იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო  აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება: ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X