01:05 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

საქართელოში 160 000-მდე მოქალაქე კარანტინის რეჟიმში გადადის

დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო თათბირზე პრემიერ მინისტრმა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადა.

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

„ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდაგადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია.

 

დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“,- აღნიშნა გახარიამ.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში.

 

 

2014 წლის მოსახლეობის საყოველთა აღწერის მონაცემებით მარნეულში 104 300 ადამიანი, ხოლო ბოლნისში 53 590 ადამიანი ცხოვრობდა, ანუ ორივე მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 157 890 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X