
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო ამერიკის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია:
ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).
შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.
30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.