14:19 | 2020-03-25 ავტორი: თამარ გონგაძე

საპნით ნესტოების გამობანა კორონავირუსისგან გიცავთ! – ანესთეზიოლოგი პროცედურას აღწერს

57 წლის ექიმი, ირენა როზეტი, რომელსაც ამერიკაში, ისრაელსა და საბჭოთა კავშირში მუშაობის გამოცდილება აქვს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ვიდეოთი ასწავლის, კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად თუ როგორ უნდა გამოიწმინდონ ცხვირის ნესტოები.

 

ირენა როზეტი: – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ. წლებია იოგით ვარ გატაცებული, გამუდმებით ვსწავლობ სამედიცინო მეცნიერებას და მივხვდი ერთს, რომ ხალხური მედიცინა ყოველთვის ამართლებს. უმარტივეს მეთოდს გასწავლით როგორ გაიწმინდოთ ნესტოები.

 

მოგეხსენებათ კორონავირუსი აირწვეთოვანი გზით ვრცელდება და ის ცხვირხახიდან მარტივად ხვდება ორგანიზმში.

 

თუ ჩვენ ვიყიდით უბრალო, არასასიამოვნო სუნის მქონე, იაფფასიან საპონს, ის გაცილებით ეფექტურია ამ დროს. დაასველეთ ბამბის ჩხირი წყალში, გასაპნეთ და წრიული მოძრაობით გამოისვით ნესტოში. შემდეგ წყლით გამოიბანეთ და ბამბის ჩხირის მეორე ბოლოთიც იგივე გაიმეორეთ. შემდეგ გადადით მეორე ნესტოზე და იგივე პროცედურა ჩაიტარეთ, ისიც გამოიბანეთ წყლით. ასე შეგიძლიათ მოიქცეთ სახლში დაბრუნებისთანავე და ძილის წინ…

ავტორი: თამარ გონგაძე

დატოვე კომენტარი